სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,მე ვიკვლევ „

პროექტის მთავარი იდეა: დასმული ამოცანისათვის მონაცემების შეგროვება და მათი თვალსაჩინოდ წარმოდგენა.

პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობისას ხდება მოსწავლეების მიერ საჭირო ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, კრიტიკული აზროვნების, პროექტზე მუშაობის უნარ –ჩვევების განვითარება. მოსწავლეებინ შეძლებენ სწორი დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღებას.

პროექტის  მიზნები: გაუმართლებელი ხარჯების თავიდან აცილება, სასწავლო ნივთების ხელსაყრელ ფასად შეძენა.

მონაწილეთა ასაკი: 9 –10 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა: 4–5 დღე.

ოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოუმუშავდებათ მონაცემთა შეგროვების, კვლევა – ძიების, კომპიუტერთან მონაცემთა დამუშავების, თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარი. 

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: IVკლასის სახელმძღვანელოები, რვეული, კალამი, კომპიუტერი, ინტერნეტი.    ადამიანური რესურსები: მშობლები, ახლობლები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  
აქტივობა 1. მოსწავლეთა დაყოფა  ჯგუფებად, მიზნობრივი გადანაწილებით. 
აქტივობა 2. კვლევის გეგმის ჩამოყალიბება: ა) დაადგინეთ წლევანდელი სასწავლო წლისათვის შეძენილი თქვენი სასწავლო ნივთების (სახელმძღვანელოები, რვეულები, ფანქრები, კალმები) საერთო ღირებულება. ბ) შეადარეთ თქვენი და თქვენი მეგობრების მაჩვენებლები.  გ) ხომ არ აჯობებდა რომელიმე ნივთი თანაკლასელებთან ერთობლივად შეგეძინათ? – ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, გამომცებლობების ხელშეწყობით უფრო იაფად შეიძენდით სახელმძღვანელოებს. დ) რამდენით შემცირდებოდა თითოეულის ხარჯი ამ შემთხვევაში? ე) რა შეღავათები გაქვთ წელს სახელმძღვანელოების შეძენასთან დაკავშირებით? ეს შეღავათი რომ არ იყოს, რამდენი გახდებოდა დანახარჯი? 
აქტივობა 3. ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.  მოიძიეთ ინფორმაცია  წიგნის ბოლოს  მითითებული  ტელეფონის ნომრით ან ელექტროფოსტით, გამომცემლებთან დაკავშირება სახელმძღვანელოების ფასების დასადგენად სხვადასხვა პირობებში. ( მაგ: ჯგუფური შეძენის დროს.)  დაადგინეთ  IV კლასის სახელმძღვანელოების ყველაზე დაბალი ღირებულება.
აქტივობა 4. კვლევითი პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარი კვლევის შედეგს. ხდება სხვა ჯგუფებთან მონაცემთა გაცვლა – გამოცვლა, შედარება, უკეთესის შერჩევაზე მსჯელობა. მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფში მუშაობის, მეგობრის აზრის  მოსმენის, გათვალისწინების, საკუთარი აზრის დაცვის უნარი. გაუმართლებელი ხარჯების აცილების სურვილი უბიძგებს სათანადო ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ.
აქტივობა 5. შეფასება. ვაფასებ პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს, მოსწავლეებთან წინასწარ შეთანხმებული სქემის შესაბამისად.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 1. საგანთან კავშირი. ისტ – დაეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობას, საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას. 2. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მათემატიკა IV. 2. სხვადასხვა ხერხით ასრულებს ნატურალურ რიცხვებზე შეკრება – გამოკლების მოქმედებებსა და აფასებს მოქმედებათა შედეგს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  •  ზეპირად ასრულებს  შეკრება – გამოკლების მოქმედებებს რომელიმე  ხერხის  გამოყენებით და ხსნის გამოყენებულ ხერხებს.  
  • ასრულებს  შეკრება – გამოკლებას სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები ) გამოყენებით, კონკრეტული მაგალითისათვის ირჩევს მათგან უფრო ხელსაყრელს. – ადარებს გამოთვლების შედეგს მის მიერვე წინასწარი შეფასებით მიღებულ პასუხს და მსჯელობს გამოთვლების შედეგის მართებულობის შესახებ. – ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრების ( გამოკლების ) ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს.


პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამილა ღლონტი 

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: glontitamila@gmail.com